კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი თამაში გაიმართა

დინამო ბათუმმა დილას მოუგო

Image source: Dinamo Batumi

 

საქართველოს ეროვნულ ლიგაში „დინამო ბათუმი“ საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ დუაპირისპირდა. ამ შეხვედრით ოფიციალურად გაიხსნა ბათუმის ახალი სტადიონი, სადაც ისტორიაში პირველი თამაში ჩატარდა.

მატჩი საინტერესო გამოდგა, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი. ბრძოლა იყო და ბევრი ტექნიკური წუნიც. ბათუმელებს ანგარიშის გახსნა პირველი ტაიმის ბოლოს შეეძლოთ, მაგრამ ჯაბა ჯიღაურმა მეტოქის კარში დანიშნული პენალტი ზუსტად ვერ შეასრულა. შესანიშნავად ითამაშა გორელთა მეკარე ჩოჩიშვილმა და ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში გია გეგუჩაძის გუნდმა გამარჯვების გოლი მაინც გაიტანა. 68-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ თავური დარტყმით შეძლო ბურთის მეტოქის კარში გადაგზავნა. ის ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი ფეხბურთელია, ვინც გოლი გაიტანა.

„დინამო ბათუმმა“ ამ გამარჯვებით 29 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო გორის „დილას“ 24 ქულით მესამე საფეხური უკავია.

დღეს, ეროვნულ ლიგაში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. თბილისის “ლოკომოტივი” სტუმრად “თელავს” დაუპირისპირდა და ირაკლი სიხარულიძის გოლით იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა (1:1), ხოლო “საბურთალომ” საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტორპედო” 1:0 დაამარცხა და მეოთე ადგილზე გადავიდა.

„დინამო ბათუმი“ – „დილა“ 1:0

გოლი: 1:0 ნიქაბაძე (68)

„საბურთალო“ – „ტორპედო“ 1:0

გოლი: 1:0 გულიაშვილი (58)

„თელავი“ – „ლოკომოტივი“ 1:1

გოლები: 0:1 სიხარულიძე (14), 1:1 მოსიაშვილი (48)

 

წყარო – Eliga.ge

 

QUIZ – იცნობთ თუ არა ფეხბურთის ლეგენდებს?