კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბასკონია” ისევ ცუდ ფორმაშია და შენგელია ძველებურად შედეგიანი აღარაა

Image source: baskonia

 

ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ „სარაგოსასთან“ გასვლით შეხვედრაში ადვილად, 101:80 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 32 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 12 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. შენგელიამ 9-დან 6 ორქულიანი ჩააგდო და 3 სამქულიანი არაზუსტად ისროლა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 12 შეადგინა.

„ბასკონიას“ 15 ტურში 7 მოგებითა და 8 წაგებით მე-12 ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრა კი 5 იანვარს სახლში „მანრესასთან“ გამართავს.

 

“ლესტერმა” “სიტისთან” უპირატესობა გაზარდა, “ტოტენჰემმა” ისევ ვერ მოიგო (ვიდეო)