კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარსელონას” ვალვერდეს პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

Image source: Getty Images

 

ბარსელონაში” გუნდის მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს მომავლის საკითხის განხილვა გრძელდება.

გამოცემა Sport.es-ის ცნობით, 55 წლის ესპანელი მწვრთნელი გუნდს დატოვებს, იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელების შედეგები კლუბის ხელმძღვანელობას არ დააკმაყოფილებს. წყაროს ინფორმაციით “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს ვალვერდეს პოსტზე სხვა კანდიდატი ჰყავს. საუბარია გუნდის ყოფილი თავდამსხმელის (რომელიც ამჟამად “იმპაქტ მონრეალის” მთავარი მწვრთნელია), ტიერი ანრის შესახებ.

ხაზგასმულია, რომ ანრის კარგი ურთიერთობა აქვს სპორტულ დირექტორთან, ერიკ აბიდალთან, და კარგად იცნობს კლუბის ზოგიერთ ფეხბურთელს (მესი, პიკე და ბოატენგი), ასევე როგორც, პეპ გვარდიოლას სათმაშო სტილს მიჰყვება.

უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი შესაძლოა გახდეს რონალდ კუმანი.

წყარო – Sport.es

“მანჩესტერ იუნაიტედმა” შესაძლოა “ბენფიკას” ნახევარმცველი შეიძინოს