კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარსელონას” ქამ-ბექი “ლეგანესთან” (ვიდეო)

Image source: laliga

 

ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში კატალონიის „ბარსელონა“ „ლეგანესს“ ესტუმრა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.

თუმცა, ერნესტო ვალვერდეს გუნდს მოგება ძალიან გაუჭირდა და კარგა ხნის განმავლობაში მარცხდებოდა. ენ-ნესრიმ მატჩის დასაწყისშივე ულამაზესი დარტყმით მოახერხა ანგარიშის გახსნა.

პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა და „ლეგანესმა“ მრისხანე მეტოქე 45 წუთის განმავლობაში დაამარცხა. თუმცა, მეორე ნახევარში კატალონელებმა ვითარება გამოასწორეს. 53-ე წუთზე ლუის სუარესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო თამაშის დასრულებამდე 11 წუთით ადრე არტურო ვიდალმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ბარსელონამ“ 28 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.

„ლეგანესი“ – „ბარსელონა“ 1:2

გოლები: 1:0 ენ-ნესრი (12), 1:1 სუარესი (53), 1:2 ვიდალი (79)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

“იუვენტუსმა” ლიდერობა განიმტკიცა და ისევ დაუმარცხებელია (ვიდეო)