კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარსელონას” აღზრდილი “თელავს” შეუერთდა

Image source: FC Telavi

 

საფეხბურთო კლუბ “თელავს” ახალი ლეგიონერი ჰყავს.

კლუბის ოფიციალური ვებგევრდის ცნობით, გუნდმა კამერუნელი ნახევარმცველი ლიონელ ენგუენე დაიმატა. ახალწვეული ქართულ კლუბში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

23 წლის ფეხბურთელი 2007-2015 წლებში “ბარსელონას” აკადემიაში ვარჯიშობდა. 2014 წელს კი “ბარსელონას19-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში უეფა-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2015-2016 წლების სეზონი “ბარსელონა B“-ში დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 12 მატჩი ჩაატარა და 2016-ის იანვარში იჯარის წესით თურქულ “ანთალიასფორში” გადავიდა, სადაც 6 მატჩი ჩაატარა. 2016-2017 წლების სეზონში “ლუგოში“ განათხოვრრებით ითამაშა, 2017-ის იანვრიდან კი პორტუგალიურ “ლეიშოეშში2 მატჩი ჩაატარა. “თელავის” ახალწვეული კამერუნის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, რომლის ფორმით 3 მატჩში ჩაატარა.

წყარო – სკ თელავის ოფიციალური გვერდი

ევრო-2020. ესპანეთის, გერმანიისა და ბელგიის სათამაშო ფორმების პრეზენტაცია გაიმართა (ფოტო)