კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ბარსელონამ” ცუდი თამაშით კარგი შედეგი მიიღო (ვიდეო)

Image source: Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კატალონიის „ბარსელონა“ სტუმრად „ნაპოლის“ დაუპირისპირდა და ნერვიულობა მოუწია. კიკე სეტიენის გუნდმა თამაშის ხარისხი ვერ აჩვენა, მაგრამ შედეგი სასურველი მიიღო და შინ კარგ ხასიათზე დაბრუნდა.

პირველ ტაიმში „ნაპოლიმ“ ძალიან კარგად წარმართა თამაში და ნახევარი საათის თავზე დრის მერტენსის ულამაზესი გოლით დაწინაურდა. საპასუხოდ კი, „ბარსამ“ პირველი ტაიმი ისე დაასრულა, რომ კარშიც არ დაურტყამს.

თუმცა, დაარტყა 57-ე წუთზე და პირველივე შესაძლებლობაზე ანგარიში გაათანაბრა. თავი ანტუან გრიზმანმა გამოიჩინა. დარჩენილ დროში ნეაპოლელებს ორი კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ შეძლო, ხოლო თამაშის ბოლოს არტურო ვიდალი გააძევეს.

საბოლოოდ, ფრე 1:1 და ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გაირკვევა.

„ნაპოლი“ – „ბარსელონა“ 1:1

გოლები: 1:0 მერტენსი (30), 1:1 გრიზმანი (57)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

წყარო – uefa.com

 

მანინოს დიდი გეგმები “ტორპედოში”: “ამ მოკლე დროში ბევრი რამ გავაკეთეთ” (ვიდეო)