კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარსელონამ” შესაძლოა პორტუგალიელი ფეხბურთელი დაიმატოს. მას “ახალ რონალდუს” უწოდებენ

Image source: radioaltominho.pt

 

ფეხბურთელი, რომელსაც სპორტულ პრესაში “ახალ კრიშტიანუს” ეძახიან, შესაძლოა კარიერა “ბარსელონაში” გააგრძელოს.

გამოცემა Sport.es-ის ცნობით, “ბარსელონას” აქვს პრიორიტეტული უფლება საიმისოდ, რომ ზაფხულში “ბრაგას” თავდამსხმელი, ფრანსიშკუ ტრინკაუ შეიძინოს. კერძოდ კლუბმა შეთანხმებას აბელ რუისის პორტუგალიურ კლუბში ტრანსფერის ფარგლებში მიაღწია.

ბრაგა20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. მისი ტრანსფერით დაინტერესებული იყო ასევე ტურინის “იუვენტუსი“.

ამ დროისთვის ტრინკაუ მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა მას თავდასხმის ხაზის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. 2018 წელს პორტუგალიელმა 19-წლამდელთა ევროპირველობაზე 5 გოლი გაიტანა.

წყარო – sport.es

 

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი სერბეთის სახელით იჭიდავებს