Image source: fcbarcelona.com
“ბარსელონამ” ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში “ატლეტიკოსთან” (0:1) მატჩში ჟერარ პიკესა და სერხი რობერტოს ტრავმების შესახებ განცხადება გააკეთა.
მეორე ტაიმის ნახევარში პიკეს ფეხზე ანხელ კორერა დაეცა. აცრემლებულმა კატალონიური კლუბის მცველმა მოედანი ექიმების დახმარებით, კოჭლობით დატოვა. მის ნაცვლად 62-ე წუთზე მოედანზე გამოვიდა სერჟინიო დესტი.
“ჟერარ პიკეს მარჯვება ფეხის ტრავმა აქვს. “ბარსას” ცენტრალური მცველი დამატებით ტესტებს გაივლის ტრავმის სირთულის დასადგენად. სერხი რობერტომ მარჯვენა ბარძაყის ტრავმა მიიღო, სირთულის გასარკვევად მასაც დამატებითი ტესტების ჩატარება მოუხდება”, – ნათქვამია “ბარსელონას” ოფიციალურ განცხადებაში.
ესპანეთის ჩემპიონატში 8 ტურის შემდეგ “ატლეტიკომ” 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, “ბარსელონა” კი 11 ქულით მე-10 ადგილზეა.
ვიდეობი
ფოტოები