კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ბარსელონამ” პენალტების სერიაში იმარჯვა და ფინალში ითამაშებს (ვიდეო)

ბარსელონა ფინალშია

Image source: Getty images

 

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ბარსელონა“ „სოსიედადს“ დაუპირისპირდა და ფინალში გასვლა მოახერხა, მაგრამ მეტოქეს მხოლოდ პენალტების სერიაში აჯობა.

რონალდ კუმანის გუნდს ძალიან გაუჭირდა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს უნდა უმადლოდეს, რომ გამარჯვება მოიპოვა. გერმანელმა თამაშშიც შეუდარებლად ითამაშა და შემდეგ პენალტების სერიაში.

120 წუთი ფრედ, 1:1 დასრულდა. ფრენკი დე იონგის გოლს მიკელ ოიარსაბალმა უპასუხა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი კატალონიელებმა მეტოქეს 3:2 აჯობეს. გადამწყვეტი პენალტი რიკი პუჩის ანგარიშზეა.

მეორე ნახევარფინალში „რეალი“ და „ბილბაო“ 14 იანვარს ხვდებიან და გამარჯვებული გუნდი ფინალში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

„სოსიედადი“ – „ბარსელონა“ 1:1 პენ: 2:3

გოლები: 0:1 დე იონგი (39), 1:1 ოიარსაბალი (53, პენ)

 

 

წყარო – Barcelona FC

 

“მანჩესტერ სიტიმ” პრემიერლიგაში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო (ვიდეო)