კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ბარსელონამ” ნახევარფინალური სერია გიორგი შერმადინის გუნდთან იოლი გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

გიორგი შერმადინის 8 ქულა ბარსელონას წინააღმდეგ წაგებულ მატჩში

Image source: cbcanarias.net

 

ესპანეთის ლიგა ენდესას პლეი-ოფის ნახევარფინალურ სერიაში “ბარსელონამ” იოლი გამარჯვება გიორგი შერმადინის “ტენერიფესთან” მოიპოვა– 112:69.

ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 17:53 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 9 ერთეული შეადგინა, ხოლო მატჩის საუკეთესო “ბარსელონას” ლიდერი ნიკოლა მიროტიჩი გახლდათ – 23.

აღვნიშნოთ, რომ ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება. შემდეგი მატჩი “ტენერიფეში”, ხვალ გაიმართება.

 

 

 

წყარო – cbcanarias.net

 

 

 

 

 

 

დავით ხოჭოლავას სატრანსფერო ფასიც დაეცა