Image source: AFP
გუშინ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში G ჯგუფში „იუვენტუსმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 0:2 ანგარიშით დამარცხდა. კატალონიური კლუბის პრეს-სამსახურმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ტურინული კლუბს დასცინა.
“მოხარული ვართ, რომ მოახერხეთ საკუთარ მოედანზე მესის ნახვა” , – ასე დასცინა “ბლაუგრანამ” ტურინულ კლუბს. აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესი გუშინ გოლის ავტორი გახდა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
We are glad you were able to see the 🐐 on your pitch, @juventusfcen! 😘 pic.twitter.com/yh74wh0lNJ
— FC Barcelona (@FCBarcelona) October 28, 2020
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსის” შემადგენლობაში პორტუგალიელმა თავდამსხელმა კრიშტიანუ რონალდუმ კორონავირუსის გამო ვერ ითამაშა.
ვიდეობი
ფოტოები