კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ბარსელონამ” მესის გარეშე ადვილად მოიგო (ვიდეო)

ბარსელონამ ელჩეს მოუგო

Image source: Getty images

 

ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „ელჩეს“ დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

რონალდ კუმანის გუნდმა შეხვედრა კარგად ჩაატარა და დამსახურებულად მოიგო. ბარსელონელებმა ორი გოლი თითო ტაიმში გაიტანეს.

ანგარიში 39-ე წუთზე ფრენკი დე იონგმა გახსნა, რომელმაც „ბარსა“ დააწინაურა, ხოლო მატჩის მიწურულს რიკი პუჩიმ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„ბარსელონამ“ ამ გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება.

„ელჩე“ – „ბარსელონა“ 0:2

გოლები: 0:1 დე იონგი (39), 0:2 პუჩი (89)

 

 

წყარო – Laliga

 

ქართული ჭიდაობის ლეგენდარული მწვრთნელი გარდაიცვალა