კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ბარსელონამ” მესის დუბლით მოიგო და მესამე ადგილზე გადავიდა (ვიდეო)

ბარსელონამ ბილბაოს მოუგო

Image source: Getty images

 

ესპანეთის ლა ლიგის გამოტოვებული მატჩი „ბარსელონამ“ სტუმრად „ბილბაოსთან“ ჩაატარა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

კატალონური გუნდი მე-3 წუთზე უკვე აგებდა, ინიაკი უილიამსმა ბასკები დააწინაურა, მაგრამ ანგარიში მალევე პედრიმ გაათანაბრა. პირველივე ტაიმში ლიონელ მესიმაც გაიტანა და „ბარსა“ წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში არგენტინელმა დუბლი შეასრულა და თამაშის ბედი გადაწყვიტა. „ბილბაომ“ მატჩის ბოლოს 1 გოლი გაქვითა, მაგრამ 2:3 წააგო.

„ბარსელონამ“ ამ გამარჯვებით 31 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე აღზევდა, მაგრამ ლიდერ „ატლეტიკოს“ 7 ქულით ჩამორჩება და ორი თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

„ბილბაო“ – „ბარსელონა“ 2:3

გოლები: 1:0 უილიამსი (3), 1:1 პედრი (14), 1:2 მესი (38), 1:3 მესი (62), 2:3 მუნიანი (90)

 

 

წყარო – La liga

 

ცნობილია ინგლისის ლიგის თასის ორივე ფინალისტი (ვიდეო)