კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ბარსელონამ” მესის და გრიზმანის დუბლებით მოიგო (ვიდეო)

ბარსელონას ადვილი გამარჯვება

Image source: Getty images

 

ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ბარსელონას“ სტუმრად „გრანადას“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით მოიგო. რონალდ კუმანის გუნდმა სეზონში ალბათ ყველაზე დამაჯერებელი თამაში აჩვენა და 4:0 იმარჯვა.

ორ-ორი გოლი გაიტანეს ანტუან გრიზმანმა და ლიონელ მესიმ. პირველ ტაიმში ფრანგმა ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ არგენტინელმა დუბლი შეასრულა, მეორე გოლი მან საჯარიმო დარტყმით გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი გრიზმანმა დააფიქსირა.

„ბარსელონამ“ ამ გამარჯვებით 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.

„გრანადა“ – „ბარსელონა“ 0:4

გოლები: 0:1 გრიზმანი (12), 0:2 მესი (35), 0:3 მესი (42), 0:4 გრიზმანი (63)

 

 

წყარო – La liga

 

კვიპროსის ჩემპიონატში პაპუნაშვილმა პირველად ითამაშა