კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ბარსელონამ” ლაშა დვალის “ფერენცვაროში” გაანადგურა (ვიდეო)

ბარსელონამ ფერენცვაროში გაანადგურა

Image source: UEFA Champions League

 

ჩემპიონთა ლიგა ძალიან კარგად დაიწყო „ბარსელონამ“, რომელმაც უნგრეთის ჩემპიონი „ფერენცვაროში“ 5:1 გაანადგურა. სტუმართა ღირსებას ქართველი მცველი ლაშა დვალი იცავს, მაგრამ ამ შეხვედრაში არ უთამაშია და 90 წუთი სათადარიგო სკამზე იყო.

დვალის გარეშე „ფერენცვაროშმა“ „ბარსას“ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20 წუთი რიცხობრივ უპირატესობაშიც იმყოფებოდა.

ანგარიში ლიონელ მესიმ პენალტით 27-ე წუთზე გახსნა, რასაც შესვენებამდე ანსუ ფატის გოლი მოჰყვა. მეორე ნახევარში კატალონელებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს. მეტოქის კარი ფელიპე კოუტინიომ, პედრიმ და უსმან დემბელემ დალაშქრეს.

„ბარსელონა“ მეორე ტურში „იუვენტუსს“ შეხვდება, ხოლო ლაშა დვალის „ფერენცვაროში“ კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს.

„ბარსელონა“ – „ფერენცვაროში“ 5:1

გოლები: 1:0 მესი (27, პენ), 2:0 ანსუ ფატი (42), 3:0 კოუტინიო (52), 3:1 ხარატინი (70, პენ), 4:1 პედრი (82), 5:1 დემბელე (89)

 

 

წყარო – Champions League

 

“მანჩესტერმა” “პსჟ”-ს ძველი სცენარით მოუგო (ვიდეო)