კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარსელონამ” ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე თამაში ვერ მოიგო (ვიდეო)

ბარსელონამ ისევ ვერ მოიგო

Image source: Getty images

 

ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონას“ წარუმატებელი სერია გრძელდება. კატალონიურმა გრანდმა ზედიზედ მეოთხე თამაშ ვერ მოიგო ლა ლიგაში და ცხრილის შუაშია.

„ბარსელონა“ „ალავესს“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ მეკარე ნეტოს უხეში შეცდომით აგებდა. „ბარსამ“ მეორე ტაიმში თამაში გაამწვავა და უპირატესობა დაეუფლა.

62-ე წუთზე სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს და მალევე ანტუან გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა. რონალდ კუმანის გუნდს მოსაგებად ნახევარი საათი ჰქონდა, მაგრამ გამარჯვების გოლი ვერ გაიტანა.

საბოლოოდ, ფრე 1:1 და „ბარსელონას“ 6 თამაშში მხოლოდ 8 ქულა აქვს. აღსანიშნავია, რომ „ბარსამ“ ბოლო 4 შეხვედრაში ლა ლიგაში 2-ჯერ ფრე ითამაშა და 2-ჯერ წააგო.

„ალავესი“ – „ბარსელონა“ 1:1

გოლები: 1:0 როხა (31), 1:1 გრიზმანი (63)

 

 

წყარო – Laliga

 

ცნობილია ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე პარიზის მასტერსზე