კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარსელონამ” ისევ დიდი ანგარიშით მოიგო და კარგ ფორმაშია (ვიდეო)

ბარსამ სელტას აჯობა

Image source: laliga

 

ესპანეთის ჩემპიონატი „ბარსელონაც“ იდეალურად დაიწყო. რონალდ კუმანის გუნდმა პირველ ტურში „ვილიარეალის“ 4:0 განადგურების შემდეგ ვიგოში „სელტას“ 3:0 მოუგო და მორიგი პოზიტიური თამაში ჩაატარა.

კატალონელები ანსუ ფატიმ დააწინაურა, რომელსაც უკვე 3 გოლი აქვს გატანლი, ხოლო მეორე ტაიმში ოლაზას ავტოგოლითა და სერხი რობერტოს გოლებით „ბარსამ“ უპირატესობა განიმტკიცა.

„ბლაუგრანას“ 2 თამაშში 6 ქულა აქვს დაგროვებული და სატურნირო ცხრილში ლიდერთა შორისაა.

„სელტა“ – „ბარსელონა“ 0:3

გოლები: 0:1 ფატი (11), 0:2 ოლაზა (51, ა.გ), 0:3 სერხი რობერტო (90)

 

 

წყარო – Laliga

 

თორნიკე შენგელიას შედეგიანი მატჩი ევროლიგაში