კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ბარსელონამ” ესპანეთის სუპერთასი ვერ მოიგო, მესი კი გააძევეს (ვიდეო)

ბარსელონა დამარცხდა

Image source: Getty images

 

ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონა“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა.

შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. რონალდ კუმანის გუნდი ორჯერ იგებდა, მაგრამ ორჯერვე გაუშვა და საბოლოოდ დამატებითი დრო დაინიშნა. ანტუან გრიზმანმა ანგარიში მე-40 წუთზე გახსნა, თუმცა „ბილბაომ“ 2 წუთში გაათანაბრა და წონასწორობა აღადგინა.

ფრანგმა შემტევმა მეორე ნახევარში დუბლის შესრულება შეძლო. „ბილბაო“ ისევ არ დანებდა და ბოლო წუთზე კიდევ ერთხელ გათანაბრდა ანგარიში. დამატებით დროში კი „ატლეტიკმა“ საერთოდ მოიპოვა გამარჯვება და ტიტულს დაეუფლა.

გამარჯვების გოლი ინიაკი ვილიამსმა ულამაზესი გოლით საბოლოო შედეგი დააფიქსირა. თამაში უსიამოვნო გამოდგა ლიონელ მესისთვის, რომელმაც მატჩის ბოლოს მეტოქეს დაარტყა და გააძევეს. ეს მის ბარსელონურ კარიერაში პირველად მოხდა.

„ბილბაომ“ კი ესპანეთის სუპერთასი ისტორიაში მესამედ მოიგო.

„ბარსელონა“ – „ბილბაო“ 2:3 დ.დ (1:1)

გოლები: 1:0 გრიზმანი (40), 1:1 დე მარკოსი (42), 2:1 გრიზმანი (77), 2:2 ვილალიბრე (90), 2:3 ვილიამსი (94)

 

 

წყარო – Barcelona FC

 

“მილანის” ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ