კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარსელონამ” ესპანეთის მე-3 დივიზიონის გუნდს მხოლოდ დამატებით დროში მოუგო (ვიდეო)

ბარსელონა თასის შემდეგ ეტაპზე

Image source: Getty images

 

ესპანეთის თასის 1/16 ფინალში „ბარსელონა“ რანგით მესამე დივიზიონის წევრ „კორნელიას“ სტუმრად დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა, რითაც მერვედფინალში გავიდა.

თუმცა,კატალონიურ გრანდს მძიმედ ჰქონდა საქმე, გამარჯვებისთვის 120 წუთი დასჭირდა. უსუსტეს მეტოქესთან „ბარსამ“ ძირითად დროში ვერ მოიგო, ორი პენალტი გააცუდა. მირალემ პიანიჩმა და უსმან დემბელემ პენალტები ვერ გაიტანეს და დამატებითი დრო დაინიშნა.

92-ე წუთზე ანგარიში უსმან დემბელემ გახსნა, ხოლო შემდეგ „კორნელიას“ ფეხბურთი გაუძევეს. 120-ე წუთზე სტუმრებმა მარტინ ბრაითვაითის გოლით სხვაობა ორამდე გაზარდეს და მოიგეს.

„ბარსელონამ“ მოიგო, მაგრამ ამ გუნდის ქომაგები ალბათ კმაყოფილები ვერ იქნებიან იმით, რაც მათი საყვარელი გუნდისგან ნახეს. ვის შეხვდება ესპანეთის თასის მომდევნო ეტაპზე კუმანის გუნდი, ჯერჯერობით უცნობია.

„კორნელია“ – „ბარსელონა“ 0:2

გოლები: 0:1 დემბელე (92), 0:2 ბრაითვაითი (120)

 

 

წყარო – Barcelona

 

“ლივერპულმა” 2017 წლის შემდეგ “ენფილდზე” წააგო და პრემიერლიგაში საშინლად თამაშობს (ვიდეო)