კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარსელონამ” “ელ კლასიკოს” წინ ქულები დაკარგა (ვიდეო)

Image source: laliga

 

ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში კატალონიის „ბარსელონამ“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ერნესტო ვალვერდეს გუნდი სან სებასტიანში „სოსიედადს“ ესტუმრა და ვერ დაამარცხა.

ანგარიში პენალტით მიკელ ორიაზბალმა გახსნა, რასაც ტაიმის ბოლოს ანტუან გრიზმანმა უპასუხა. მეორე ნახევრის დასაწყისში ლუის სუარესმა კატალონელები დააწინაურა.

მიუხედავად ამისა, „ბარსამ“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ისაკმა წონასწორობა აღადგინა – 2:2.

„ბარსელონამ“ „რეალს“ ქულით გაასწრო, თუმცა „რეალს“ თამაშით ნაკლების აქვს ჩატარებული. წინ კი, „ელ კლასიკოსა“, რომელიც 18 დეკემბერს გაიმართება.

„სოსიედადი“ – „ბარსელონა“ 2:2

გოლები: 1:0 ორიაზბალი (12, პენ), 1:1 გრიზმანი (38), 1:2 სუარესი (49), 2:2 ისაკი (62)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

რონალდინიო: “ვერ ვიტყვი, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია”