კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარსელონამ” დერბი მოიგო და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა (ვიდეო)

ბარსელონამ ესპანიოლი დაამარცხა

Image source: Laliga

 

ესპანეთის ლა ლიგაში „ბარსელონა“ ჩემპიონობის შანსს ისევ ინარჩუნებს. კიკე სეტიენის გუნდმა თანაქალაქელი „ესპანიოლი“ 1:0 დაამარცხა და 76 ქულა დააგროვა.

მატჩის მთავარი მოვლენები მეორე ტაიმის სასტარტო 10 წუთში განვითარდა. ჯერ ანსუ ფატი გააძევეს, შემდეგ სტუმართა ფეხბურთელი, ხოლო 56-ე წუთზე ლუის სუარესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ბარსამ“ „რეალთან“ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა, მაგრამ „სამეფო კლუბს“ ამ ტურში ჯერ არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ „ესპანიოლი“ ამ წაგებით ლა ლიგას დაემშვიდობა და მომდევნო სეზონს სეგუნდა დივიზიონში გაატარებს.

„ბარსელონა“ – „ესპანიოლი“ 1:0

გოლი: 1:0 სუარესი (56)

 

 

წყარო – Laliga

 

ლევან კუტალია კარიერას ისრაელში გააგრძელებს