კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარსელონამ” “ალავესი” გაანადგურა (ვიდეო)

Image source: laliga

 

ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში კატალონიის „ბარსელონამ“ „ალავესს“ უმასპინძლა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.

ერნესტო ვალვერდეს გუნდმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და ანტუნ გრიზმანის გოლით დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს კი არტურო ვიდალმა სხვაობა გააორმაგა. სტუმრებმა მეორე ნახევრის დასაწყისში მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ ამის შემდეგ „ბარსელონამ“ მეტოქეს არაფრის შანსი არ მისცა და საბოლოოდ 4:1 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ლუის სუარესმა ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა. „ბარსამ“ ამ გამარჯვებით 39 ქულა დააგროვა და მადრიდის „რეალს“ გადაასწრო, თუმცა „სამეფო კლუბს“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„ბარსელონა“ – „ალავესი“ 4:1

გოლები: 1:0 გრიზმანი (14), 2:0 ვიდალი (45), 2:1 პონსი (56), 3:1 მესი (69), 4:1 სუარესი (75, პენ)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

“ბაიერნს” ისევ 18 წლის ფეხბურთელმა მოაგებინა! (ვიდეო)