კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარსელონა” ზამთრის გეგმა დასახა – ცნობილია თანხა, რომელსაც ესპანელები ტრანსფერებში დახარჯავენ

Image source: Barca Universal

 

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ბარსელონა“ ახალი ფეხბურთელების შეძენას ეცდება. ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონელები ტრანსფერებისთვის 75 მილიონ ევროს გამოყოფენ.

თუმცა, კონკრეტულად რომელი ფეხბურთელების დამატება ან რგოლის გაძლიერება სურს ერნსეტო ვალვერდეს, ცნობილი ამ ეტაპზე არაა.

„ბარსას“ ხელმძღვანელობა შეიკრიბება და 2020 წლის პრიორიტეტებსაც დასახევენ. გარდა ამისა, გუნდმა ფილიპე კოუტინიოს მომავალზეც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც „ბაიერნში“ იჯარით თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში პირველ ადგილზეა და „რეალს“ 2 ქულით უსწრებს.

 

წყარო – Sport.es

 

სამი ინგლისური გრანდი კოუტინიოს შესაძენად იბრძოლებს