კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარსელონა” სუარესის შემცვლელად ობამეიანგს განიხილავს

Image source: Arsenal News

 

არსენალოს” თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შესაძლოა ლარიერა “ბარსელონაში” გააგრძელოს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით კატალონიელები მას ტრავმირებული თავდამსხმელის, ლუის სუარესის შესაძლო შემცვლელად განიხილავენ. “ბარსელონაში” ხვდებიან, რომ რთული იქნება “არსენალის” დათანხმება შუა სეზონში გუნდის ვარსკვლავი გაასხვისოს, თუმცა კატალონიური კლუბისთვის ფორვარდებში ყველაზე სასურველი კანდიდატი სწორედ გაბონელი ფეხბურთელია.

სუარესის შემცვლელად “ბარსელონა” ასევე “ვალენსიასროგრიგოს კანდიდატურას განიხილავს, თუმცა გუნდში თვლიან, რომ ობამეიანგის სისწრაფე “ბარსელონას” შეტევის ხაზზე იდეალური იქნება.

აღვნიშნოთ, რომ 30 წლის ფორვარდი დიდი ხანია “არსენალთან” ახალ კონტრაქტს არ აფორმებს.

წყარო – Mundo Deportivo

საქართველოს რაგბის კავშირმა საპრეზიდენტო არჩევნებზე 3 კანდიდატი გამოაცხადა