კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ბარსელონა” საკუთარი მეკარის გასხვისებას აპირებს

ბარსელონამ” შესაძლოა საკუთარი მეკარის, ნიდერლანდელი იასპერ სილესენის ტრანსფერი გაასხვისოს. ამ ისფორმაციას Sport.es-ი ავრცელებს.

ფეხბურთელის კონტრაქტში 60 მილიონი ევროს ოდენობით გამოსასყიდი თანხაა მითითებული, თუმცა კატალონიური კლუბი მზადაა ის 30 მილიონის სანაცვლოდ გაუშვას.

თვითონ ფეხბურთელს კლუბის შეცვლის სურვილი აქვს. მას ამ მომენტში შეთავაზებები აქვს სხვა კლუბებისგან. უფრო ადგე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სილესენის მიმართ დაინტერესებულია “ჩელსი” და “ლივერპული”.

ჰოლანდიელმა მეკარემ ლა ლიგის განვლილ სეზონში 1 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა.