კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარსელონა” ლა ლიგაში მეორე ადგილზე აღზევდა (ვიდეო)

ბარსელონამ სევილიას აჯობა

Image source: Getty images

 

ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „სევილიას“ დაუპირისპირდა, რომელიშიც შესანიშნავ ფორმაში შეხვდა ამ შეხვედრას და ორი კვირის წინ თასზე „ბარსას“ 2:0-იც მოუგო.

თუმცა, ამჯერად რონალდ კუმანის გუნდი უშეცდომო იყო და თავად შეძლო 2:0 გამარჯვება. „ბარსელონა“ 29-ე წუთზე უსმან დემბელემ დააწინაურა, ხოლო მატჩის მიწურულს ლიონელ მესიმ მორიგი გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში უპირატესობა გაიმყარა.

„ბარსელონამ“ ამ გამარჯვებით 53 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ლიდერ „ატლეტიკოს“ 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

„სევილია“ – „ბარსელონა“ 0:2

გოლები: 0:1 დემბელე (29), 0:2 მესი (85)

 

 

წყარო – La liga

 

საბა ლობჟანიძის შესანიშნავი საგოლე პასი თურქეთის ჩემპიონატში (ვიდეო)