კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარსელონა” ესპანეთში XXI საუკუნის საუკეთესო კლუბია. “რეალი” მეორეა, “ატლეტიკო” კი მესამე (CIHEFE)

ლა ლიგა

Image source: Getty Images

 

ესპანური ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის კვლევითმა ცენტრმა (CIHEFE) ქვეყანაში 21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდები დაასახელა.

ყველა ტურნირის შედეგებით რეიტინგის სათავეში დადგა “ბარსელონა” (3,645 ქულა), რომელმაც “რეალსა” (3,347) და “ატლეტიკოს” (2,149) გაუსწრო.

კატალონიელებმა ლა ლიგაში და ესპანეთის თასში გამოსვლებით საუკეთესოები გამოდგნენ მაშინ, როდესაც მადრიდელები მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში.

“ბარსელონა” ასევე ლიდერობს ამ პერიოდში მოგებული ტიტულების რაოდენობით – 34, და უსწრებს რეალს -29.

რეიტინგის დანარჩენი გუნდები: “ვალენსია” (2 139), “სევილია” (1 992), “ვილიარეალი” (1 648), “ატლეტიკი” (1 405), “დეპორტივო” (1 395), “სელტა” (1 164), “ესპანიოლი” (1 144), “ბეტისი” (1 137), “რეალ სოსიედადი” (1 108), “მალაგა” (1 035), “ხეტაფე” (1 028) და “მალიორკა” (1 009).

რეიტინგი შედგენილია 2000/21-დან 2019/20 წლების სეზონებში ესპანური გუნდების გამოსვლებიდან გამომდინარე, ხოლო ანალიზის დროს გათვალისწინებულია საფეხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) კრიტერიები. ძირითადი აქცენტი გაკეთებილია არა მოგებულ ტიტულებზე არამეტ მოგებული მატჩების რაოდენობაზე: სხვდასხვა ტურნირებში მოგება შეფასებულია 9 ქულამდე, ფრე – 3 ქულამდე.

წყარო – Diario Sport

საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)