კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბალოტელიმ პროტესტის ნიშნად თამაში შეწყვიტა: “მადლობა, რომ მათ არ ჰგავხართ” (ვიდეო)

Image source: BBC Sport

 

მარიო ბალოტელის „ვერონას“ გულშემატკივრებმა რასისტული სახის შეურაცხყოფა მიაყენეს. „ბრეშას“ ფორვარდმა კი, მათ საპასუხოდ ბურთი ესროლა და პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვა.

მარიომ მოგვიანებით ინსტაგრამში მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ყველა ჩემს კოლეგას სოლიდარობისთვის და გულშემატკივრებს მესიჯებისთვის. დიდი მადლობა. თქვენ დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ისეთი ადამიანები, როგორც ისინი“ – დაწერა ბალოტელიმ.

შეხვედრა „ბრეშამ“ 1:2 წააგო, ხოლო მარიო ბალოტელიმ ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა.

 

 

ცნობილია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი ოქტომბრის თვეში (ფოტო)