კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბაიერნს” ისევ 18 წლის ფეხბურთელმა მოაგებინა! (ვიდეო)

Image source: Fc Bayern Munchen

 

გერმანიის ბუნდესლიგის პირველი წრე მიუნხენის „ბაიერნმა“ გამარჯვებით დაასრულა. „რეკორდმაისტერმა“ მე-17 ტურში „ვოლფსბურგს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვა.

მატჩის გმირი ისევ 18 წლის ჯოშუა ზირკზეე გამოდგა, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოაგებინა მიუნხენურ გიგანტს.

„რეკორდმაისტერი“ 85-ე წუთამდე ვერ ამარცხებდა „მგლებს“, მაგრამ ცვლილებაზე შესულმა ჰოლანდიელმა მეტოქე გატეხა. მსგავსი რამ წინა ტურშიც მოხდა, როდესაც ზირკზეემ ბოლო წუთზე „ფრაიბურგთან“ გაიტანა გამარჯვების გოლი.

„ვოლფსბურგთან“ კი მეორე გოლი სერჟ გნაბრიმ გაიტანა, მიუნხენელებმა 2:0 მოიგეს და პირველი წრე 33 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა.

„ბაიერნი“ – „ვოლფსბურგი“ 2:0

გოლები: 1:0 ზირკზეე (85), 2:0 გნაბრი (89)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

შოთა გრიგალაშვილმა ყაზახეთის პირველ ლიგაში ყველაზე მეტი გადამწყვეტი პასი შეასრულა