კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ბაიერნმა” საპასუხო მატჩს აზრი დაუკარგა (ვიდეო)

Image source: Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაში პრაქტიკულად გაინაღდა მიუნხენის „ბაიერნმა“. „რეკორდმაისტერი“ ლონდონში „ჩელსის“ ესტუმრა და იმდენად ადვილად მოიგო, რომ საპასუხო შეხვედრას პრაქტიკულად აზრი დაუკარგა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარის დასაწყისიდანვე გერმანელთა აშკარა უპირატესობა გამოიკვეთა.

რობერტ ლევანდოვსკის ორი პასით სერჟ გნაბრიმ დუბლი შეასრულა. საბოლოო ანგარიში კი თავად პოლონელმა დააფიქსირა – 0:3.

ლოგიკურია, რომ ამ შედეგით წყვილში ისედაც ფავორიტი „ბაიერნის“ შანსი კიდევ უფრო გაიზარდა და მიუნხენში ინგლისელებმა სასწაული უნდა მოახდინონ, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

„ჩელსი“ – „ბაიერნი“ 0:3

გოლები: 0:1 გნაბრი (51), 0:2 გნაბრი (54), 0:3 ლევანდოვსკი (76)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

წყარო – Uefa.com

 

“ბარსელონამ” ცუდი თამაშით კარგი შედეგი მიიღო (ვიდეო)