კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ბაიერნმა” “ფორტუნა” გაანადგურა (ვიდეო)

ბაიერნმა ფორტუნა გაანადგურა

Image source: Bayern munchen

 

გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ფორტუნას“ უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან ადვილად, 5:0 მოიგო.

მიუნხენელები ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არიან, სეზონის განახლების შემდეგაც საოცარ შედეგიან ფეხბურთს თამაშობს. მორიგი გოლი გაიტანა ალფონსო დევისმა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და გოლეადორთა დავაში პოზიცია გაიმყარა.

„ბაიერნმა“ კი 67 ქულა დააგროვა და პირველ პოზიციაზე დამაჯერებლად იმყოფება, „დორტმუნდს“ 10 ქულით უსწრებს, თუმცა „ყვითლებს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

„ბაიერნი“ – „ფორტუნა“ 5:0

გოლები: 1:0 იორგენსენი (15, ა.გ), 2:0 პავარი (29), 3:0 ლევანდოვსკი (43), 4:0 ლევანდოვსკი (50), 5:0 დევისი (52)

 

 

წყარო – Bundesliga.com

 

ხაშურის სტადიონის მშენებლობა გრძელდება (ვიდეო)