კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ბაიერნმა” ისევ დიდი ანგარიშით მოიგო, “ლივერპულს” გაუჭირდა (ვიდეო)

ბაიერნმა ატლეტიკო გაანადგურა

Image source: UEFA Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა „ბაიერნი“ ახალი სეზონიც იდეალურად დაიწყო. მიუნხენელებს ძლიერი მეტოქე ჰყავდათ „ატლეტიკოს“ სახით, თუმცა, ჩვეულ სტილში ადვილად და ცალი ფეხით მოიგო.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც კინგსლი კომანმა და ლეონ გორეცკამ ორი გოლი გაიტანეს. მეორე ტაიმში კორენტინ ტოლისომ ფანტასტიკური გოლი შეაგდო, ხოლო წერტილი კომანმა დასვა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

„ბაიერნმა“ პირველი გამარჯვება იზეიმა და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ სეზონის ფავორიტია. „ატლეტიკოს“ კი ყველაფერი წინ აქვს, ოღონდ „ბაიერნთან“ ვერაფერი გააწყო, რადგან მიუნხენური გუნდი ძალიან, ძალიან ძლიერია.

„ბაიერნი“ – „ატლეტიკო“ 4:0

გოლები: 1:0 კომანი (28), 2:0 გორეცკა (41), 3:0 ტოლისო (66), 4:0 კომანი (72)

 

ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი „ლივერპული“ სტუმრად ამსტერდამის „აიაქსს“ შეხვდა. ამ გუნდების შეხვედრაში გულშემატკივარი უხვგოლიან თამაშსაც ელოდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა.

„ლივერპულს“ მოსაგებად ერთი გოლიც ეყო, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა. ნიკოლას ტალიაფიკოს არ გაუმართლა, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ამ შეცდომით „აიაქსმა“ წააგო, იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე სეზონი გამარჯვებით დაიწყო და პირველი სამი ქულა მოიპოვა.

„აიაქსი“ – „ლივერპული“ 0:1

გოლი: 0:1 ტალაიფიკო (35, ა.გ)

 

 

წყარო – UEFA Champions League

 

რამდენი ქულით შეფასდა დავით ხოჭოლავას თამაში “რეალის” წინააღმდეგ