კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ბაიერნმა” დუბლი შეასრულა (ვიდეო)

ბაიერნმა გერმანიის თასი მოიგო

Image source: Bayern munchen

 

მიუნხენის „ბაიერნმა“ მიმდინარე სეზონში დუბლი შეასრულა. ბუნდესლიგის შემდეგ ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა გერმანიის თასიც მოიგო.

ბერლინში, „ლევერკუზენთან“ მიუნხენელებს პრობლემა არ ჰქონიათ და მეტოქეს ძალიან ადვილად აჯობეს. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, როდესაც დავიდ ალაბამ და სერჟ გნაბრიმ ორი უპასუხო გოლი გაიტანეს.

შესვენების შემდეგ კი რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, რასაც სვენ ბენდერმა და კაი ჰავერცმა უპასუხეს და საბოლოოდ 4:2.

„ბაიერნმა“ გერმანიის თასი მეოცედ მოიგო და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვება, იქამდე კი 1 თვე მოსამზადებლად აქვს.

„ლევერკუზენი“ – „ბაიერნი“ 2:4

გოლები: 0:1 ალაბა (16), 0:2 გნაბრი (24), 0:3 ლევანდოვსკი (59), 1:3 ს. ბენდერი (63), 1:4 ლევანდოვსკი (89), 2:4 ჰავერცი (90, პენ)

 

მატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ.

 

წყარო – Bayern Munchen

 

“არსენალმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)