კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბაიერნმა” “დორტმუნდი” გაანადგურა (ვიდეო)

Image source: Fc Bayern Munchen

 

ერთი კვირის წინ მიუნხენის „ბაიერნი“ „აინტრახტთან“ 1:5 განადგურდა, რასაც ნიკო კოვაჩის გათავისუფლება მოჰყვა. ხორვატი სპეციალისტის გარეშე კი მიუნხენური გუნდი შესანიშნავად ათამაშდა.

„რეკორდმაისტერმა“ მე-11 ტურის სუპერმატჩში „დორტმუნდს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. როგორც ყოველთვის, გოლი ისევ გაიტანა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც მიმდინარე სეზონში აბსოლუტურად ყველა ტურში შეძლო თავის გამოჩენა. პოლონელმა ანგარიში გახსნა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში სერჟ გნაბრის გოლიც მოჰყვა.

შემდეგ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, ხოლო „დორტმუნდის“ რბევა მატს ჰუმელსის ავტოგოლით დასრულდა, რომელიც შავ-ყვითლებში ზაფხულში სწორედ „ბაიერნიდან“ გადავიდა.

„რეკორდმაისტერმა“ 21 ქულა დააგროვა და ლიდერ „გლადბახს“ ქულით ჩამორჩება, ხოლო „დორტმუნდი“ 19 ქულით მე-5 ადგილზეა.

„ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 4:0

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (17), 2:0 გნაბრი (47), 3:0 ლევანდოვსკი (76), 4:0 ჰუმელსი (80, ა.გ)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

 

ქართველები კვიპროსში – ლორიას ეფექტური სეივები, კაჭარავას საგოლე პასი და ოქრიაშვილის დაბრუნება (ვიდეო)