კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბაიერნმა” “ჩელსი” გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა (ვიდეო)

ბაიერნი ჩელსი ისევ დაამარცხა

Image source: Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუხენის „ბაიერნი“ ითამაშებს. გერმანულ გუნდს „ჩელსისთან“ ინგლისში 3:0 ჰქონდა მოგებული და შემდეგი ეტაპის საგზური პრაქტიკულად ჯიბეში ედო.

„ბაიერნმა“ ეს სოლიდური უპირატესობა კიდევ განიმტკიცა და „ჩელსი“ 4:1 დაამარცხა. რობერტ ლევანდოვსკიმ მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა და დუბლი შეასრულა, მას უკვე 12 გოლი აქვს ლიგის მიმდინარე სეზონში და გარდა ამისა, 2 საგოლე პასიც გააკეთა.

თითოჯერ თავი ივან პერიშიჩმა და კორენტინ ტოლისომ გამოიჩინეს. „ბაიერნმა“ „ჩელსი“ ორი მატჩის ჯამში 7:1 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

„ბაიერნი“ – „ჩელსი“ 4:1

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (10, პენ), 2:0 პერიშიჩი (24), 2:1 აბრაჰამი (44), 3:1 ტოლისო (76), 4:1 ლევანდოვსკი (84)

 

 

წყარო – Champions league

 

მესის სუპერგოლი, “ბარსელონა” მეოთხედფინალში გავიდა (ვიდეო)