კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბაიერნმა” ბუნდესლიგაში ცუდი სერია შეწყვიტა (ვიდეო)

ბაიერნმა კიოლნს მოუგო

Image source: Getty images

 

გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „კიოლნს“ უმასპინძლა და ორმატჩიანი მოუგებელი სერია, რომელიც ჩემპიონატში ჰქონდა შეწყვიტა.

ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა საკუთარ მოედანზე „კიოლნი“ მიიღო, რომელიც 5:1 გაანადგურა. ანგარიში ერიკ ჩუპო-მოტინგმა გახსნა, მაგრამ შემდეგ საუკეთესოები რობერტ ლევანდოვსკი და სერჟ გნაბრი იყვნენ, რომლებმაც დუბლები შეასრულეს და ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცეს.

„ბაიერნმა“ ამ გამარჯვებით 52 ქულა დააგროვა, ისევ ლიდერია და „ლაიპციგს“ 2 ქულით უსწრებს.

„ბაიერნი“ – „კიოლნი“ 5:1

გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (18), 2:0 ლევანდოვსკი (33), 2:1 სხირი (49), 3:1 ლევანდოვსკი (65), 4:1 გნაბრი (82), 5:1 გნაბრი (86)

 

 

წყარო – Bayern Munchen

 

ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” “ტორპედო” დაამარცხა