კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბაიერნმა” 2020 წელი ბრწყინვალედ დაიწყო (ვიდეო)

Image source: Bayern munchen

 

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ბუნდესლიგის მეორე წრე წარმატებით დაიწყო. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი ბერლინში, „ჰერტას“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით 4:0 იმარჯვა.

თუმცა, სათამაშო დროის ერთი საათი ბერლინელები მრისხანე მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობას უწევდნენ და გოლი არ გასულა. მაგრამ, მე-60 წუთზე ტომას მიულერმა ანგარიში გახსნა და „ბაიერნის“ შეუჩერებელი გახდა.

რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდა, ანგარიშს გამანადგურებელი სახე ტიაგო ალკანტარამ და ივან პერიშიჩმა მისცეს.

„ბაიერნმა“ 36 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, ლიდერ „ლაიფციგს“ კი 4 ქულით ჩამორჩება.

„ჰერტა“ – „ბაიერნი“ 0:4

გოლები: 0:1 მიულერი (60), 0:2 ლევანდოვსკი (73, პენ), 0:3 ტიაგო ალკანტარა (76), 0:4 პერიშიჩი (84)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

“ლივერპულის” ჩემპიონობას წინ აღარაფერი უდგას (ვიდეო)