კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბაიერნის” ფანების პროტესტი, შეწყვეტილი თამაში და სიარული მოედნის ცენტრში (ვიდეო)

Image source: Squawka Football

 

გერმანიის ბუნდესლიგაში მიუნხენის „ბაიერნმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი „ჰოფენჰაიმს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 6:0 გაანადგურა.

მიუნხენელები უკვე მე-15 წუთზე სამბურთიანი უპირატესობით იგებდნენ და რა თქმა უნდა, გამარჯვება ძალიან ადვილად მოიპოვეს.

უფრო საინტერესო იყო მატჩის მიწურულს განვითარებული მოვლენები. თამაში რამდენჯერმე შეწყდა სტუმარი ქომაგების პროტესტის გამო. „რეკორდმაისტერის“ გულშემატკივრები „ჰოფენჰაიმის“ პრეზიდენტის დიტმარ ჰოპსის მმართველობას აპროტესტებდნენ და მას როგორც შეძახილებით, ისე ბანერებით შეურაცხყოფას აყენებდნენ. გერმანიაში უმეტესად მიუღებელია, რომ კლუბი ერთ მფლობელს ეკუთვნის, ჰოპსი კი “ჰოფენჰაიმს” აქციებსი დაახლოებით 90%-ის ფლობს.

გულშემატკივრების დაშოშმინება „ბაიერნის“ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს მოუწიათ, 10 წუთში კი მატჩი განახლდა. თუმცა, ფორმალურად, რადგან შეხვედრის დარჩენილი მცირე ნაწილი ორივე გუნდმ მოედნის ცენტრში ერთმანეთში პასების მიცემით გაატარეს.

„ჰოფენჰაიმი“ – „ბაიერნი“ 0:6

გოლები: 0:1 გნაბრი (2), 0:2 კიმიხი (7), 0:3 ზირკზეე (15), 0:4 კოუტინიო (33), 0:5 კოუტინიო (47), 0:6 გორეცკა (62)

 

 

 

წყარო – Bundesliga.com

 

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის თასზე მორიგი გოლი გაიტანა