კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბაიერნი” შესანიშნავ ფორმაშია, ლევანდოვსკიმ სეზონში პირველად ვერ გაიტანა (ვიდეო)

Image source: World Soccer Talk

 

მიუნხენის „ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაში შევიდა და ზედიზედ მეორედ მოიგო 4:0. წინა ტურში „რეკორდმაისტერმა“ „დორტმუნდი“ გაანადგურა, ხოლო ამჯერად „დიუსელდორფს“ აჯობა იგივე ანგარიშით.

მიუნხენელებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, ბენჟამინ პავარმა, კორენტინ ტოლისომ და სერჟ გნაბრიმ შესვენებამდე გაიტანეს გოლები და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. საბოლოო ანგარიში კი ფილიპე კოუტინიომ დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ მოედანი უგოლოდ დატოვა და მიმდინარე სეზონში ეს პირველად მოხდა. „რეკორდმაისტერს“ 24 ქულა აქვს და ლიდერ „გლადბახს“ ქულით ჩამორჩება.

„დიუსელდორფი“ – „ბაიერნი“ 0:4

გოლები: 0:1 პავარი (11), 0:2 ტოლისო (27), 0:3 გნაბრი (34), 0:4 კოუტინიო (70)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ჟოზე მოურინიომ სადებიუტო მატჩი მოიგო, “ლივერპულმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)