კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბაიერნი” “აინტრახტთან” სენსაციურად დამარცხდა (ვიდეო)

აინტრახტმა ბაიერნს მოუგო

Image source: Getty images

 

მიუნხენის „ბაიერნი“ ცუდ ფორმაშია. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა. „ფრაიბურგთან“ 3:3-ს „აინტრახტთან“ წაგება მოჰყვა.

ბუნდესლიგის 22-ე ტურში ფრანკფურტელებმა ევროპის საუკეთესო გუნდთან ფანტასტიკური თამაში აჩვენეს. ანგარიში კამადამ მატჩის დასაწყისში გახსნა, რასაც ამინ იუნესის მეორე გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმის დასაწყისში რობერტ ლევანდოვსკიმ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ თავისი გუნდი წაგებისგან ვერ გადაარჩინა.

„ბაიერნს“ 49 ქულით სატურნირო ცხრილში ისევ პირველ ადგილზეა და „ლაიპციგს“ 5 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

„აინტრახტი“ – „ბაიერნი“ 2:1

გოლები: 1:0 კამადა (12), 2:0 იუნესი (31), 2:1 ლევანდოვსკი (53)

 

 

წყარო – Bundesliga

 

ძიუდოისტების ფანტასტიკური შედეგი თელ ავივში – 8 მედალი გრან სლემზე (ვიდეო)