კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბაჩანა არაბულმა საბერძნეთში ისევ გაიტანა და ბომბარდირთა დავაში წინ მიიწევს (ვიდეო)

Image source: novasports.gr

 

საბერძნეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ბაჩანა არაბულის „პანიონიოსმა“ „პანეტილიკოსს“ უმასპინძლა და 3:0 მოიგო.

ქართველი ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირია. ბაჩანამ 90 წუთი გაატარა მინდორზე და მატჩის მე-16 წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხა. არაბულმა მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა – ლიდერს ერთადერთი გოლით ჩამორჩება.

„პანიონიოსი“კი 6 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილზე იმყოფება.

არაბულის გოლის ხილვა შეგიძლიათ აქ.

 

“რეალმა” “ბარსელონას” გაასწრო (ვიდეო)