კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბაჩანა არაბული: “საქართველო საბერძნეთში გამარჯვებისთვისაა და არა ფრისთის”

არაბულის კომენტარი

Image source: Lamia fc

 

„ლამიას“ ქართველმა ფეხბურთელმა ბაჩანა არაბულმა ბერძნულ მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ნაკრები საბერძნეთში გამარჯვებისთვის ითამშებს და არა ფრისთვის.

„საქართველო საბერძნეთში გამარჯვებისთვისაა და არა ქულისთვის. ახალი მწვრთნელი გვყავს, შვედეთთან და ეს ესპანეთთან ძალიან კარგად ითამაშა და ეს ყველამ დაინახა. ესპანეთთან პირველი ტაიმი საოცარი იყო, საგოლე მომენტებიც გვქონდა. ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრაა, მაგრამ მინდა ჯგუფიდან საქართველო და საბერძნეთი გავიდნენ, თუ საქართველო ამას ვერ შეძლებს, მთელი გულით საბერძნეთს ვუქომაგებ.

ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავს. კვარაცხელია ყველაზე გამორჩეულია. დარწმუნებულები ვარ, ტრავმებს თუ არ მიიღებს, ვარსკვლავი გახდება. ის ბერძნებისთვის ყველაზე საშიში ფეხბურთელია. თუმცა, სხვა კარგი ფეხბურთელებიც გვყავს, მაგალითად კიტეიშვილი.

სანიოლმა წინასწარ სიაში მეც გამომიძახა, კლუბში ოფიციალური წერილიცი მოვიდა, მაგრამ შემდეგ ტრავმა მივიღე და გული ძალიან დამწყდა, რადგან თამაში მინდოდა, განსაკუთრებით საბერძნეთთან“ – თქვა არაბულმა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩანა არაბულს საქართველოს ნაკრებში 7-ჯერ უთამაშია და გოლი არ გაუტანია.

 

წყარო – gazzetta.gr

 

ცნობილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო ტურნირი – ქართველი ჩოგანი მე-4 ნომრად არის განთესილი