კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბაჩანა არაბული საბერძნეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის პირველი ნომინანტია

Image source: ΠΑΕ Πανιώνιος ΓΣΣ / Panionios FC

 

საბერძნეთის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი ატარებს გამოკითხვას, რის შედეგადაც საბერძნეთის სუპერლიგის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელს გამოავლენს.

შვიდ ნომინანტთა შორის ნომერ პირველია ათენის “პანიონიოსის” ქართველი თავდამსხმელი, ბაჩანა არაბული.

25 წლის ქართველი ფორვარდი ნოემბერში სამი გოლის ავტორი გახდა. მთლიანად კი, არაბულს, რომელიც კლუბს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა, 6 გოლი აქვს გატანილი.

წყარო – Super League Greece