კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ბაჩანა არაბული: “მე არასდროს ვაქვეყნებ ჩემი გოლების ვიდეოს, მაგრამ მეორე გოლი…”

ბაჩანა არაბულის პოსტი

Image source: pas_lamia_1964_official ინსტაგრამის გვერდი

 

საბერძნეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში „ლამიამ“ სალონიკის „არისი“ 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ქართველმა ფეხბურთელმა ბაჩანა არაბულმა გაიტანა, რომელმაც 90 წუთი ითამაშა. არაბულმა თავი მე-8′ და მე-17′ წუთებზე გამოიჩინა და ულამაზესი გოლები გაიტანა.

“დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი საკუთარ თავს და წლის კარგი დასაწყისი 2 გოლი და 3 ქულა.

მე არასდროს ვაქვეყნებ ჩემი გოლების ვიდეოს, მაგრამ მეორე ძალიან კარგი იყო”, – დაწერა არაბულმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

ლამიამ სეზონში პირველად მოიგო და 5 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

 

 

წყარო – bachoarabuli

 

 

 

 

შოთა არველაძე გიორგი ქინქლაძეს: “წელიწადში ერთხელ თუ შემოხვალ, შეიძლება ვეღარ გვიცნო”