კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბაბუა – მადრიდისტა, მამა კი “ბარსას” მოთამაშე – მარკოს ალონსოს ოჯახის საინტერესო ისტორია

ჩელსის ფეხბურთელი მარკოს ალონსო, მამა ბარსელონას ფეხბურთელი და ბაბუა კი რეალ მადრიდის ფეხბურთელი

“რეალი” და “ბარსელონა” მარკოს ალონსოს ოჯახში ერთდროულად არსებობდნენ, მან კი არჩევანი “ჩელსიზე” შეაჩერა.

 

2017 წელს მარკოს ალონსომჩელსისთან” ერთად ინგლისის პრემიერ ლიგის თასი მოიპოვა.

ესპანელი მცველი ლეგენდარული მამისა და ბაბუას სახელს ატარებს, რომლებსაც ესპანური ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი.

მარკოსის ბაბუას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა “რეალის” ისტორიაში. ლეგენდარულმა შემტევმა ნახევარმცველმა, მარკიტოსმა “რეალის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ზედიზედ ხუთი თასი მოიპოვა.

ჩელსის” ფეხბურთელის მამა, მარკოს ალონსო პენია, მარკიტოსის გზას გაჰყვა და მადრიდის “რეალის” ახალგაზრდულ კლუბში დაიწყო თამაში, თუმცა “რეალი” მან მაინცდამაინც არ შეიყვარა. მეტიც, 1982 წელს “ბარსელონამ” მის სანაცვლოდ ესპანური ლიგის იმ დრიოისთვის რეკორდული თანხა, 800 ათასი ფუნტი გადაიხადა, თუმცა მალევე კატალონიელებმა მისი ტრანსფერიდან უკვე 5 მილიონი ფუნტი გამოიმუშავეს. მან დიდი წვლილი შეიტანა “ბარსელონას” ისტორიაში, რომელმაც 1985 წელს ლა ლიგა მოიგო და ჩემპიონობის გარეშე 11-წლიანი ავი ტრადიცია გაარღვია.

“ბაბუაჩემი მადრიდისტა იყო, მამა “ბარსაში” და “ატლეტიკოში” თამაშობდა. მე “ჩელსის” ფეხბურთელი ვარ, ამიტომ, როგორც პროფესიონალი, სხვა გუნდს ვერ ვუქომაგებ. ვერ ვიტყვი, რომ ოჯახში მუდმივი დაძაბულობა გვქონდა, თუმცა ვცდილობდით მხოლოდ “ჩელსიზე” გვესაუბრა, ზედმეტი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად” – ყვება ინგლისური კლუბის მცველი.

მამამ და ბაბუამ უმცროს ალონსოს საფეხბურთო კლუბის არჩევა არ დააძალეს და საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება მისცეს. მან ეს შესაძლებლობა გამოიყენა. “რეალი” მან დატოვა, იმ მიზეზით, რომ მოქმედი ვარსკვლავების გვერდით მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი არ ჰქონდა, “ბარსელონას” კი უარი უთხრა მადრიდული წარსულის გამო.

“პრემიერ ლიგაში გამარჯვების შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად მაგარი შეგრძნებაა მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვება. ახლა კი ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს” – იძახის ესპანელი მცველი.

ასეთი ამბიციებით ის ბაბუასა და მამის ჩრდილში ნამდვილად არ დაიკარგება.

 

 

ოფიციალურად: ბექა მიქელთაძე ავსტრალიაში გააგრძელებს კარიერას (ვიდეო)