კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

აზიის ჩემპიონთა ლიგა: ყაზაიშვილი ჯგუფური ეტაპის 8 საუკეთესო ფეხბურთელს შორის (ფოტო)

ვაკო ყაზაიშვილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო 8 ფეხბურთელთა შორის

Image source: Ulsan Hyundai Football Club ფეისბუქ გვერდი

 

აზიის ჩემპიონთა ლიგის ინსტაგრამის გვერდმა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ 8 საუკეთესო ფეხბურთელი შეარჩია. საუკეთესოთა სიას კორეული “ჯონბუკის” 28 წლის გამბიელი ვინგერი, მოდუ ბაროუ ლიდერობს, რომელმაც 9.2 ქულა მიიღო, ამის გარდა მის ანგარიშზე 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მე-8 ადგილს კი “ულსანი” ქართველი ნახევარმცველი, ვალერი ყაზაიაშვილი იკავებს. ვაკოს 8 ქულა დაუწერეს, მან ჯგუფურ ეტაპზე 3 გოლის გატანა, 2 საგოლე გადაცემისა და სულ 208 გადაცემის გაკეთება მოახერხა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by AFC (@theafchub)

შეგახსენებთ, რომ აზიის ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის გამარჯვებული 18 ქულით სწორედ ქართველი ლეგიონერის “ულსანი” გახდა, ხოლო ტურნირის 1/8-ფინალში 14 სექტემბერს იაპონურ “კავასაკის” შეხვდება.

 

 

 

 

წყარო – theafchub