კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ავთანდილ ხურციძემ საპატიმრო დატოვა: “პირველი ეტაპი გადალახულია!!”

ავთანდილ ხურციძემ დატოვა ამერიკული საპატიმრო

Image source: Getty Images

 

ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ გუშინ საპატიმრო დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია 42 წლის მოკრივის ფეისბუქ-გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.

“პირველი ეტაპი გადალახულია!!

ავთანდილმა საპატიმრო დატოვა! გილოცავთ!”, – ვკითხულობთ ავთანდილ ხურციძის ფეისბუქ-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე ამერიკელმა სამართალდამცველებმა 15 ქართველთან ერთად 2017 წლის ზაფხულში დააკავეს. მას ბრალი ედებოდა ყაჩაღობა, რეკეტი, გამოძალვა და სხვა კრიმინალური საქმიანობა. ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

აღსანიშნავია ავთანდილ ხურციძის დედის განცხადებაც – მაყვალა ხურციძის თქმით, 42 წლის ქართველი სპორტულ კარიერას სხვა ქვეყნის სახელით განაახლებს.

 

 

 

 

ნაცუ ბაშოს მე-4 დღე: ტოჩინოშინი ერთ-ერთ ლიდერთან დამარცხდა