კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ავთანდილ კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე რუსეთის წინააღმდეგ იჭიდავებენ

კენჭაძე და ოდიკაძე

Image source: GeoWrestling

 

29 ნოემბერს რუსეთის დედაქალაქში სტარტი აიღო საერთაშორისო გალა-ტურნირმა მოსკოვის გრან-პრიმ, რომელიც არასტანდარტული ფორმატით იმართება.

პირველ დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა (74 კგ) ავთო კენჭაძემ და მსოფლიოს პრიზიორმა ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) ფინალში გასვლა შეძლეს და ავტომატურად მოიპოვეს მსოფლიოს ნაკრებში ჭიდაობის უფლება, როგორც წინასწარ იყო დაგეგმილი ფინალისტები მსოფლიოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ და რუსეთს დაეჭიდებიან.

ავთო კენჭაძემ აზერბაიჯანელი ჰაჯიმურად გაჯიევი 12-2 დაამარცხა და დღეს რუს ტიმურ ბიჟოევს შეხვედება.

ელიზბარ ოდიკაძემ ბელარუს პიასნიაკს იოლად 10-0 მოუგო და ფინალში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ბილიალ მახოვს დაეჭიდება.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში გვინეის წარმომადგენელს 5-3 მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფინალური შეხვედრები დღეს, 30 ნოემბერს 18:00 საათზე დაიწყება.

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

თორნიკე შენგელიას 11 ქულა და ათენში წაგებული მატჩი (ვიდეო)