კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ავთანდილ ასათიანმა საფრანგეთისა და რუსეთის წინააღმდეგ მატჩებისთვის 20 მოთამაშე გამოიძახა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება

Image source: Georgian Football Federation‎ ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 9 აპრილს საკუთარ მოედანზე საფრანგეთს უმასპინძლებს, 12 აპრილს კი, სტუმრად რუსეთს დაუპირისპირდება. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა აღნიშნული მატჩებისთვის 20 მოთამაშე გამოიძახა. საფრანგეთისა და რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ნიკოლოზ კურტანიძე და სიმი საიოტი ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), თემურ ეკიზაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ფუმასა (მუვუ, ლილი, საფრანგეთი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთან, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა), ბრუნო პეტრი (სალა გარსია, ბარსელონა, ესპანეთი)

საქართველოსა და საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჩატარებული ოთხი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შვიდი ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

 

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

 

ახალგაზრდა ქართველი ძალოსანის სადებიუტო გამოსვლა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე