კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ავთანდილ ასათიანის გუნდს 4 მოთამაშე გამოაკლდა საფრანგეთის წინააღმდეგ მატჩის წინ გამართულ ბოლო ვარჯიშზე

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო ბოლო ვარჯიში გამართა.

Image source: nakrebi.ge

 

8 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესი 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 18-მა მოთამაშემ მიიღო. უახლოეს მატჩებისთვის ავთანდილ ასათიანის გუნდს 4 მოთამაშე გამოაკლდა, ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს ალექსანდრე ჯამბურია, არჩილ სებისკვერაძე, სიმი საიოტი და ნიკოლოზ კურტანიძე ვერ დაეხმარებიან.

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრაში საქართველოს ფუტსალის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს კი, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მატჩს, კორონავირუსის პანდემიიდან გამოწვეული პაუზის შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება. დარბაზში საერთო ტევადობის 30%-ის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.

 

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

გურამ კაშია: “”საქართველოს ჩემპიონატში დონე ცოტა დაბალია, „ლოკომოტივში“ ბევრი ნიჭიერი გუნდელი მყავს”